Accentnews.ge
"შოკში იყო“: ვინ ცდილობდა პუტინის დარწმუნებას, არ დაეწყო ომი

"შოკში იყო“: ვინ ცდილობდა პუტინის დარწმუნებას, არ დაეწყო ომი

16/12/2022 08:34:51 მსოფლიო

„სვერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა ცდილობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაერწმუნებინათ, არ დაეწყო ომი უკრაინაში, – წერს Financial Times.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი თვით ადრე, პუტინს ეკონომიკურ საკითხებში მისი ნდობით აღჭურვილი პირები ნოვო - ოგარევოს რეზიდენციაში შეხვდნენ, რათა დასავლეთის მოსალოდნელი სანქციების შესაძლო შედეგების შესახებ ეცნობებინათ, წერს გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, გრეფმა პუტინს 39-გვერდიანი პრეზენტაცია წარუდგინა, იმ მოსალოდნელი კატასტოფიული შედეგების შესახებ, რომელიც უკრაინის გარშემო დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას შეიძლება, მოჰყოლოდა.

გამოცემა გრეფს პუტინის ახლო მოკავშირედ მოიხსენიებს. ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან პეტერბურგის მერიაში მუშაობიდან მოყოლებული, "სბერბანკის" მომავალ პრეზიდენტს პუტინის წრის ყველაზე ლიბერალურ წარმომადგენელს უწოდებდნენ.

ნაბიულინა „ცენტრალური ბანკის პატივცემული მმართველი“ სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად გრეფის შიშებს იზიარებდა და მას პრეზენტაციის მომზადებაში დაეხმარა, ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

პრეზენტაცია აფრთხილებდა, რომ უკრაინის გამო „მძიმე სანქციებს“ შესაძლოა ფინანსურ ბაზრებზე პანიკა გამოეწვია და რუსეთის ეკონომიკა ათის წლისწინანადელ მდგომარეობასთან დაებრუნებინა.

რამდენიმე წყაროს თქმით, გრეფს პრეზენტაცია პუტინმა გააწყვეტინა და ჰკითხა, "რა უნდა გააკეთოს რუსეთმა ყველაზე მძიმე სანქციისგან თავის ასარიდებლად?".

გამოცემა წერს, რომ ტექნოკრატებმა ისე დატოვეს შეხვედრა, არ ეყოთ გამბედაობა, პირდაპირ ეთქვათ, რომ მას გეოპოლიტიკური კატასტოფა ელოდა და რომ მათ ვერც ის გაიგეს ზუსტად, რას გეგმავდა პუტინი.

„ისინი საკმაოდ თამამები იყვნენ, რადგან პუტინთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ ვერ შეძლეს მიეტანათ თავიანთი გზავნილი“, - უთხრა გამოცემას თანამოსაუბრემ და დასძინა, რომ არასოდეს უნახავს გრეფი ასეთ მდგომაროებაში.

„ის შოკში იყო“, - უთხრა წყარომ გამოცემას, რომელმაც „სბერბანკის“ დირექტორი ომის პირველ დღეებში ნახა.

გერმან გრეფი ამჟამად ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. ხოლო რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S