Accentnews.ge
ISW კიევის დაკავების კუთხით რუსეთის შესაძლებლობას და უკრაინული ძალების მომზადების ხარისხს აფასებს

ISW კიევის დაკავების კუთხით რუსეთის შესაძლებლობას და უკრაინული ძალების მომზადების ხარისხს აფასებს

16/12/2022 06:58:14 ევროპა

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა "უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოდ" შეაფასეს რუსეთის ძალების შანსები, შეძლონ კიევის აღება მაშინაც კი, თუ ისინი კვლავ ბელარუსიდან განაახლებენ შეტევას.

„უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ძალები ჩრდილოეთ უკრაინას 2023 წლის ზამთარში უფრო წარმატებულად დაესხნენ თავს, ვიდრე 2022 წლის თებერვალში. რუსეთის ჩვეულებრივი ძალები ძლიერ დეგრადირებულია და აღარ ავთ საბრძოლო ძალა, რაც მათ ჰქონდათ, როდესაც რუსეთმა სცადა (და ჩავარდა) 2022 წლის თებერვალში განეხორციელებინა კიევის სრულმასშტაბიანი აღება. რუსულმა ჯარებმა ვერ შეძლეს თავიანთი მიღწევების შენარჩუნება უკრაინის მასშტაბით და დაკარგეს 70 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ოკუპირებული ტერიტორია მას შემდეგ, რაც დატოვეს კიევის მიდამოები“, - ნათქვამია ანგარიშში.

მკვლევარების ანალიზის მიხედვით, ”რუსული ძალები ბახმუტში წინ მიიწევენ არაუმეტეს 100-200 მეტრით დღეში, მას შემდეგ რაც აქ ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება ხდება“:

„რუსეთს არ მოუპოვებია საჰაერო უპირატესობა, რომ აღარაფერი ვთქვათ საჰაერო უზენაესობაზე უკრაინაში და დიდწილად ამოწურა ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის არსენალი. უკრაინულმა ჯარებმა, თავის მხრივ, მოამზადეს მნიშვნელოვანი თავდაცვა ჩრდილოეთ უკრაინაში და ახლა უკეთ არიან მომზადებულნი თავდაცვისთვის, ვიდრე 2022 წლის თებერვალში იყვნენ“.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვართან არსებული რელიეფი არ არის ხელსაყრელი მანევრული ომისთვის, ხოლო შესაძლო შეჭრის მარშრუტები ბელარუსიდან კიევისკენ გადის თავდაცვით საგუშაგოებზე, სადაც უკრაინის ჯარებს აქვთ თავდაცვის გამოცდილება.

ISW ამბობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, 2023 წლის ზამთარში უკრაინაში - სავარაუდოდ, კიევზე - ახალი შეტევისთვის პირობები შემნას, თუმცა აღნიშნავს, რომ "უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა", რომ ასეთი თავდასხმა წარმატებული იქნება, მაგრამ მსგავსი თავდასხმა ჯერ–ჯერობით გამორიცხული არაა.

ანალიტიკოსები კვლავ აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა. ის იყენებს ორ ერთდროულ სამხედრო მოქმედებას (შეტევა დონეცკის რეგიონში და მასიური თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე) უკრაინის დაპყრობისა და მისგან მნიშვნელოვანი დათმობების მიღების მიზნის მისაღწევად.

„სავარაუდოდ, პუტინი ქმნის პირობებს 2023 წლის გაზაფხულისთვის შეტევის განახლებისთვის, რათა აიძულოს უკრაინა, დათმობაზე წავიდეს. რუსული ძალები შესაძლოა, ბელარუსიდან თავდასხმის საფუძველს ქმნიან, თუმცა ISW კვლავაც სჯერა, რომ ბელორუსი სამხედროები არ შეუერთდებიან უკრაინაში ბრძოლებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

The Economist-ის მიერ წინა დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა შესაძლოა, კვლავ სცადონ კიევზე შეტევა.

იმის შესახებ, რომ ათიათასობით მობილიზებულის და წვევამდელის წვრთნა შეიძლება, მიუთითებდეს რუსეთის განზრახვაზე უკრაინაში ახალი შეტევის წამოწყების შესახებ, განაცხადა The Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

სექტემბერი რუსეთმა 300 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მობილიზაციის ეს ტალღა შესაძლოა, ბოლო არ იყოს.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა 24 თებერვალს დილით დაიწყო.

აპრილის დასაწყისში კიევის რეგიონი რუსეთის ჯარებისგან განთავისუფლდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაცია, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო, გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S