Accentnews.ge
რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები სამოგზაუროდ საახალწლოდ - Travelfy

რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები სამოგზაუროდ საახალწლოდ - Travelfy

16/12/2022 06:27:24 საზოგადოება

კომპანია Travelfy-ს გაყიდვების ხელმძღვანელი მარიამ დგებუაძე აღნიშნავს, რომ ახალი წლის პერიოდი ტურიზმში არასეზონურ პერიოდისთვის ყველაზე დატვირთულია. მიმდინარე წელს კი მოგზაურობის მსურველთა მხრიდან აქტივობა გაზრდილია.

„მიმდინარე წელს საახალწლოდ ტრადიციულად პოპულარულია ევროპის მიმართულებები; მაღალი მოთხოვნაა აზიის მიმართულებითაც - მალდივები, ტაილანდი; ბოლო დროს კი ძალიან გააქტიურდა დუბაი და აბუ დაბი. ამასთან, დიდი რაოდენობით ჯავშნები შემოდის კრუიზებზე, რომელიც ევროპიდან, დუბაიდან, აბუ დაბიდან და დოჰადან გადის“, - აღნიშნა მარიამ დგებუაძემ BM.GE-სთან.

მისი თქმით, ზოგადად წელს მოთხოვნა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი, რაც პანდემიის პერიოდში არსებული ჩაკეტილობით არის გამოწვეული, დღეს კი ადამიანები მოგზაურობას ცდილობენ.

Travelfy-ს გაყიდვების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წელს მოთხოვნა განსხვავებულ მიმართულებებზე გაჩნდა:

„გასულ წელს კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე ბევრი მიმართულება ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო. წელს კი მდგომარეობა შეიცვალა და დატვირთულობა უფრო მაღალია. განსაკუთრებით გააქტიურებულია აზიის მიმართულება. მოსახლეობა პანდემიის შემდეგ მოგზაურობაზე გადაერთო და უცხო მიმართულებებსაც ირჩევს, მაგალითად ზანზიბარი, კენია, აფრიკის სხვა ქვეყნები“, - ამბობს დგებუაძე და დასძენს, რომ ტურისტული პაკეტების ღირებულება პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ დიდად განსხვავებული არ არის და მცირედითაა გაზრილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S