Accentnews.ge
პენტაგონი – უკრაინისთვის „პატრიოტის“ შესაძლო გადაცემაზე: "რუსეთს არ მივცემთ საშუალებას, გვიკარნახოს, რა სამხედრო დახმარებას გადავცემთ უკრაინას"

პენტაგონი – უკრაინისთვის „პატრიოტის“ შესაძლო გადაცემაზე: "რუსეთს არ მივცემთ საშუალებას, გვიკარნახოს, რა სამხედრო დახმარებას გადავცემთ უკრაინას"

16/12/2022 05:57:25 მსოფლიო

პენტაგონი უკრაინისთვის „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების შესაძლო მიწოდებასან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი ვერ უკარნახებს შეერთებულ შტატებს, რა სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს უკრაინას.

პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა აღნიშნა, რომ ირონიულია, როცა რუსეთი, რომელიც თავს დაესხა თავის მეზობელს, ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, იყენებს სიტყვა პროვოკაციას იმ სისტემების ასაღწერად, რომელთა დანიშნულება სიცოცხლის გადარჩენაა.

“რუსეთს არ მივცემთ საშუალებას, გვიკარნახოს, რა სამხედრო დახმარებას გადავცემთ,” - აღნიშნა პეტ რაიდერმა.

მისი თქმით, რუსეთი არის აგრესორი და მას შეუძლია უკრაინიდან ჯარების გაყვანა, რითაც შეაჩერებს ომს.

CNN აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვაშინგტონი ასრულებს გეგმის შეთანხმებას უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემების მიწოდების თაობაზე. და ამის შესახებ შესალოა, მიმდინარე კვირაში გამოცხადდეს.

14 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ "პატრიოტის" კომპლექსები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუკი ისინი გადაეცემა კიევს.

მოგვიანებით ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები კიევში „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემებს გაგზავნის, ეს იქნება კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელმაც, შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S