ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
15/12/2022 16:45:35 მსოფლიო
ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
"ევროპარლამენტი აღიარებს ჰოლოდომორს, რომელიც გამოწვეული იყო საბჭოთა ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად, რადგან ის ჩადენილი იყო ადამიანთა ჯგუფის განადგურების მიზნით, მათი ფიზიკური განადგურებისთვის გათვლილი პირობების განზრახ შექმნით", - აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამასთან, ევროპარლამენტი "მტკიცედ გმობს გენოციდის ამ ქმედებებს, რამაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის სიკვდილი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უკრაინული საზოგადოების საფუძვლებს“.
რეზოლუციაში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ, ბოდიში უნდა მოიხადოს ამ დანაშაულებისთვის.


