კიევი: რუსეთმა "კალიბრების" მზიდები შავ ზღვაში დააბრუნა
15/12/2022 14:10:34 მსოფლიო
დღეის მდგომარეობით, შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე 10 რუსული ხომალდი დგას, რომელთაგან ერთი "კალიბრის" ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტის მზიდია, - იუწყება უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა.
მანამდე 6 დღის განმავლობაში შავ ზღვაში "კალიბრის" მზიდები არ შეუმჩნევიათ.
რაც შეეხება სხვა წყლებს, კიევის ცნობით, აზოვის ზღვაში რუსეთი აგრძელებს საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს და საბრძოლო მორიგეობაზე ორი ხომალდი უდგას; ხმელთაშუა ზღვაში - 9, რომელთაგან 5 ჯამში 72 ერთეული რაკეტა "კალიბრის" მზიდია.
ცნობისთვის: რუსეთი უპილოტოებისა და რაკეტების გამოყენებით უკრაინულ ენერგოსისტემას ბომბავს.
ერთ-ერთი ყველაზე მასირებული ასეთი შეტევის დროს უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა იქნა გაშვებული, რომელთა უმრავლესობა უკრაინულმა ძალებმა გააუვნებელჰყვეს.


