
რუსები დესანტის შიშით ანექსირებული ყირიმის სანაპირო ზოლს ნაღმავენ – უკრაინული დაზვერვა
15/12/2022 14:08:57 ევროპა
რუსები ანექსირებულ ყირიმში სანაპირო ზოლს ნაწილობრივ ნაღმავენ, რათა არ დაუშვან უკრაინული დესანტის გადმოსხმა,– იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.
“ოკუპირებულ ყირიმში რუსები სანაპირო ზოლის დამატებით გამაგრებას ცდილობენ, რადგან უკრაინული დესანტის გადმოსხმის ეშინიათ. კერძოდ, სოფელ მოლოჩნოესთან (საკის რაიონი) მდებარე სანაპიროს გასწვრივ დანაღმული ველების, სანგრებისა და თხრილების ქსელი კეთდება”, - ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციების მონტაჟს აგრძელებენ, რათა მძიმე ტექნიკის წინსვლა შეაჩერონ.