ტოლმაჩევოს აეროპორტში რუსული სამხედრო თვითმფრინავი იწვის
15/12/2022 13:39:47 მსოფლიო
რუსეთში, ტოლმაჩევოს აეროპორტში ოთხძრავიან სამხედრო-სატრანსპორტო An-12BK-ს თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ცნობებით, თვითმფრინავი ეკუთვნის Irkut Corporation-ს. ხანძარი ძრავების ჩართვის შემდეგ გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. "ტოლმაჩევოს" პრესსამსახურიდან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
როგორც Aero-City-სთვის გახდა ცნობილი, საჰაერო ჰაბი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ - სატრანსპორტო მოძრაობა დროებით დაკეტილია.


