
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის Storm Shadow-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ გამორიცხავს
15/12/2022 13:21:51 ევროპა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა არ გამორიცხა უკრაინისთვის Storm Shadow–ის ფრთოსანი რაკეტების (ეს არის ერთობლივი ბრიტანულ-ფრანგული წარმოების რაკეტა 250 კილომეტრზე მეტი დისტანციით) მიწოდების შესაძლებლობა,– ამის შესახებ Times Radio–ს მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული ინტერვიუდან გახდა ცნობილი.
„არ ვაპირებ ვარაუდებს იარაღის მიწოდების შესახებ. რუსეთს სურს, იცოდეს, რა ტიპის იარაღი შეიძლება, გადავიტანოთ უკრაინაში მის მხარდასაჭერად. ჩვენ განვიხილავთ ამას უკრაინელებთან მათი საჭიროებიდან და ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბენ უოლესმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების შესაძლო მიწოდება ომში მნიშვნელოვანი მომენტი იქნება: „თუ შეერთებული შტატები ამას გააკეთებს, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“
მანამდე CNN აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვაშინგტონი ასრულებს გეგმის შეთანხმებას უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემების მიწოდების თაობაზე. და ამის შესახებ შესალოა, მიმდინარე კვირაში გამოცხადდეს.
14 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ "პატრიოტის" კომპლექსები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუკი ისინი გადაეცემა კიევს.