Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა დეპუტატმა შიმშილობის დაწყების თაობაზე განაცხადა

„ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა დეპუტატმა შიმშილობის დაწყების თაობაზე განაცხადა

15/12/2022 12:15:57 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შიმშილობის დაწყების თაობაზე განაცხადა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

"მინდა, ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არაა. მე არ შემიძლია, პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილს ვუყურო ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ გადავარჩინო პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ არ ხელისუფლებას სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე. ამიტომ მე ვიწყებ შიმშილობას მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.” – განაცხადა ანა წითლიძემ.

პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან შიმშილობას დღეს სამი დეპუტატი - დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულ ისმაილოვი დაიწყებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S