რუსულ ანგარსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აფეთქდა [ვიდეო]
15/12/2022 08:53:23 მსოფლიო
რუსულ ქალაქ ანგარსკში სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აფეთქდა, რასაც ტექნოლოგიური დანადგარების შენობაში ხანძარი მოჰყვა. დაღუპულია, ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი, დაშავდა კიდევ ხუთი, - იუწყება ირკუტსკის მხარის გუბერნატორი იგორ კობზევი.
ხელისუფლება მომხდარის მიზეზად "ტექნიკურ დანადგარებში გაზის შესაძლო დაგროვებას" ასახელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არაერთ საცხოვრებელ კორპუსსა და სხვადასხვა დაწესებულებების შენობებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა, ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის ბაიკალის ფლიალის სეისმოლოგებმა კი ანგარსკის მიდამოებში 4-ბალიანი ბიძგები დააფიქსირეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
სპეციალისტებმა ჰაერის სინჯები აიღეს, რომლებიც ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, - განაცხადა გუბერნატორმა კობზევმა.


