Accentnews.ge
კრემლმა ფედერაციის საბჭოში უკრაინის ანექსირებული რეგიონების წარმომადგენელი სენატორები ვერ დანიშნა

კრემლმა ფედერაციის საბჭოში უკრაინის ანექსირებული რეგიონების წარმომადგენელი სენატორები ვერ დანიშნა

15/12/2022 08:38:03 მსოფლიო

უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის საბჭოში წარმომადგენლები 2023 წლის სექტემბრამდე ვერ ეყოლებათ. კრემლმა შესაფერისი კანდიდატები ვერ შეარჩია და გადაწყვეტილება მომავალ საპარლამენტო და გუბერნატორების არჩევნებამდე გადადო, - წერს გამოცემა «Коммерсантъ».

«კრემლს სჭირდება ადგილობრივი კადრები, მაგრამ საკმარისად პროფესიონალები და თან ისეთები, რომლებიც მისაღები იქნებიან ფედერალური ცენტრისთვის, ასეთი კი ბევრი არაა" - უამბო გამოცემას წყარომ კრემლიდან.

ამასთან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "პარლამენტში" აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოში სენატორის დანიშნვას ანექსირებული უკრაინული რეგიონის "კონსტიტუციის" მიღებამდე არ აპირებენ.

ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში საკითხს უფრო მარტივად უდგებიან, თუმცა, "სურთ, ეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან სინქრონულად გააკეთონ" - უამბო გამოცემას ლუჰანსკის კრემლის მიერ ხელდასმული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის: 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ფედერაციის საბჭოში ნახევარკუნძულის წარომადგენლები სულ რაღაც 8 დღეში დანიშნეს.

პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების რუსეთთან მიერთების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება 30 სექტემბერს გამოაცხადა. ამას რუსეთის მიერ ადგილებზე უკანონოდ ჩატარებული არალეგიტიმური რეფერენდუმები უძღოდა წინ, რომელთა შედეგებს ცივილიზებულ მსოფლიოში არავინ აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S