რუსულმა ეკლესიამ ლოცვებში პუტინი მთავარანგელოზ მიქაელს გაუთანაბრა
15/12/2022 08:10:54 მსოფლიო
რუსულმა ეკლესიამ სამხედროებისთვის დარიგებულ ლოცვების კრებულში ვლადიმირ პუტინი "მამაც არქისტრატიგად - ზეციური ჯარის სარდლად" და "რუსეთის ღვთისმოშიშ მმართველად" მოიხსენია.
მართლმადიდებლობაში "არქისტრატიგად" მთავარანგელოზ მიქაელს მოიხსენიებენ.
ოქტომბერში პატრიარქმა კირილმა პუტინის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის წელიწადში ორჯერ ლოცვის ინიციატივა გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. „თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება, მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მრევლს! ქრისტესმიერი სიყვარულით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, - ნათქვამია მილოცვის წერილში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.


