Accentnews.ge
უკრაინაში იანუკოვიჩის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაცია განხორციელდა

უკრაინაში იანუკოვიჩის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაცია განხორციელდა

15/12/2022 07:31:10 მსოფლიო

უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ (ВАКС) დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და სახელმწიფოს სასარგებლოდ ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უძრავი, მოძრავი ქონებისა და ფულადი თანხების კონფისკაცია განახორციელა.

კონფისცირებულია, კერძოდ, იანუკოვიჩის ყოფილი რეზიდენცია კიევის ოლქში, სასტუმრო-სარესტორნე კომპლექსი სუხოლუჩიეში, ბინა ობოლონის სანაპიროზე კიევში, ფინანსური სახსრები ანგარიშებზე (1 მლნ დოლარზე მეტი), წილები საწარმოებში, ასევე 537 ერთეული კულტურული ფასეულობა, რომლის ჯამური ღირებულება 18,7 მლნ ევროს აჭარბებს.

იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი 2010-2014 წლებში გახლდათ. 2014 წლის თებერვალში, მასობრივი საპროტესტო აქციების (მაიდანი) ფონზე იგი ქვეყნიდან გაიქცა, რაც რუსეთის მიერი ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების ერთ-ერთ საბაბად იქცა.

უკრაინაში იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და სხვა ქმედებებში დაადანაშაულეს. ერთ-ერთ საქმეზე მას დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

იანუკოვიჩი რუსეთში ცხოვრობს და საჯარო სივრცეში დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S