Accentnews.ge
კონგრესი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ რეზოლუციას განიხილავს

კონგრესი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ რეზოლუციას განიხილავს

15/12/2022 07:10:08 მსოფლიო

ამერიკელმა კანონმდებლებმა - აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის წევრებმა მოამზადეს რეზოლუცია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისადმი მოწოდებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის პროცესის ინიცირება მოახდინოს, - იუწყება გამოცემა "Foreign Policy".

რეზოლუციის თანახმად, "რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების უუხეშესი დარღვევები, მათ შორის - უკრაინის ტერიტორიის ნაწილის უკანონო ანექსია, ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დანაშაულები, ბირთვული მუქარა და სხვა ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის უფლებას, იყოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი".

გაერო-ს წესდება უშიშროების საბჭოდან ქვეყნების გარიცხვას არ ითვალისწინებს. ამდენად, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად გენერალური ასამბლეის წევრთა 2/3-ის თანხმობა და უშიშროების საბჭოს სრული მხარდაჭერა იქნება საჭირო.

"კონგრესის მსგავსი რეზოლუციები აღსასრულებლად სავალდებულო არაა, თუმცა ნათლად ასახავს რუსეთის მიერ როგორც თავად კონგრესში, ისე თეთრ სახლში არსებულ განწყობებს გაერო-ში რუსეთის გავლენის შეზღუდვის საკითხის განხილვისას. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გასაჩივრდეს რუსეთის, როგორც გაერო-ში სსრკ-ის სამართალმემკვიდრის სტატუსი. უკრაინას, როგორც რუსეთსა და ბელარუსთან ერთად გაერო-ს ერთ-ერთ დამაარსებელს, შეუძლია, განაცხადოს თავისი უფლების შესახებ, ეკავოს ადგილი ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში, როგორც სსრკ-ის მემკვიდრე ამ სახელმწიფოდან ერთადერთს, ვინც გაერო-ს წესდებას არ არღვევს. ასეთ შემთხვევაში კიევს უშიშროების საბჭოს მხოლოდ 9 წევრის თანხმობა დასჭირდება" - წერს "Foreign Policy".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S