Accentnews.ge
აშშ გეგმავს, უკრაინას „ჭკვიანი ბომბის“ კომპლექტი გადასცეს – Washington Post

აშშ გეგმავს, უკრაინას „ჭკვიანი ბომბის“ კომპლექტი გადასცეს – Washington Post

15/12/2022 05:57:18 მსოფლიო

ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკარაინას მოწინავე ელექტორნული აღჭურვილობა გადასცეს, რომლის მეშვეობითად საავაციო ბომბის „ჭვიან“ ბომბად ქცევაა შესაძლებელი და რომლითაც უკრაინა რუსეთის სამხედრო პოზიციებზე მაღალი სიზუსტის დარტყმებს განახორციელებს, - წერს Washington Post ინფორმირებულ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

კომპლექტები გლობალური პოზიციონირების მოწყობილობებისგან შედგება და შეიძლება, სხვადასხვა სახის იარაღთან ერთად იქნეს გამოყენებული. მას პენტაგონი "Joint Direct Attack Municition" ან JDAM-ს უწოდებს. ამერიკელმა სამხედროებმა ეს ტექნოლოგია 900 კგ-მდე წონის საავიაციო ბომბების წინააღმდეგ გამოიყენეს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი ან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი რომელიმე მრჩეველი JDAM-ის უკრაინისთვის გადაცემას, - წერს The Washington Post-ი

უცნობია, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალიდან რომელ სისტემებში იქნება გამოყენებული ეს ნაკრები.

უკრაინის საჰაერო ძალები დიდწილად ეყრდნობა მოძველებულ საბჭოთა ეპოქის МиГ -ებს. პენტაგონი უკრაინსითვის დასავლური წარმოების ახალი თვითმფრინავების მიწოდების ნაცვლად, ცდილობდა ძველი საბჭოთა ბაზის მოდერნიზებას, ვინაიდან სხვა შემთხვევაში პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის სრულად გადამზადება იქნებოდა საჭირო.

უკრაინას, საჰაერო თავდასხმის სისტემების გასაუმჯობესებლად აშშ-მა უკვე გადასცა HARM-ები

სამშაბათს, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა ვაშინგტონ პოსტს დაუდასტურეს, რომ პენტაგონი ასევე ემზადება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის მისაწოდებლად. ესაა აშშ-ის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა. ოფიციალური პირების ცნობით, გადაწყტილება ბაიდენს ჯერ არ მიუღია, თუმცა მოსალოდენლია რომ ეს სულ მალე მოხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S