Accentnews.ge
პესკოვი: "თუ აშშ უკრაინას Patriot–ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის, ის რუსული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება"

პესკოვი: "თუ აშშ უკრაინას Patriot–ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის, ის რუსული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება"

14/12/2022 19:57:44 მსოფლიო

კრემლის პრეს– სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ "თუ აშშ უკრაინას Patriot–ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის, ის რუსული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება".

მისი თქმით, აშშ-ს მსგავსი განზრახვა ამ ეტაპზე არ დაუდასტურებია.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალურმა კოორდინატორმა კომუნიკაციების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. თუმცა მისი თქმით, Patriot–ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემა არ იგეგმება.

“არ შემიძლია უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდების შესახებ მედიის ცნობები დავადასტურო”, – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S