Accentnews.ge
„როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი“

„როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი“

14/12/2022 18:47:38 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ". ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

"„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს, როგორც მწამებელი და ამით დააზიანოს მისი იმიჯი. მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად, თუმცა ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და მიხეილ სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი. ნურას უკაცრავად, ამის უფლებას ვერავის მივცემთ. ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებზე: „გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ გავასაჯაროეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომლებშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალური თავშეკავებით ვიმოქმედეთ კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S