უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს ოდენობის დახმარება მიიღო
14/12/2022 15:41:24 მსოფლიო
უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო.
თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე გადაუდებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.
"სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინას 7,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება გაუწია. აგრესორი ქვეყნის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, ეს თანხები უკრაინას დაეხმარა, გამკლავებოდა ომის ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას. მადლობა ევროკავშირის კოლეგებს უკრაინის თანმიმდევრული და სისტემატური მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერხი მარჩენკო.


