ისრაელში ირანულ კოლონაზე თავდასხმა აღიარეს
14/12/2022 12:49:46 მსოფლიო
გასულ თვეში ისრაელმა დაარტყა ირანული იარაღით დატვირთული სატვირთო მანქანების კოლონას სირია-ერაყის საზღვრის გასწვრივ, – განაცხადა The Jerusalem Post –ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ავივ კოჩავიმ.
მისი თქმით, ისრაელის აიაციამ „მიიღო შესანიშნავი სადაზვერვო მონაცემები, რათა განეხორციელებინა დარტყმა ირანულ სატვირთო მანქანებზე, რომელთაც იარაღი გადაჰქონდათ“:
„შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ იქ პილოტები უნდა გაგვეგზავნა“.
მანამდე არაბულენოვანმა და საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ერაყიდან სირიისკენ მიმავალ გზაზე 15 სატვირთო მანქანისგან შემდგარ კოლონაზე თავდასხმის შესახებ. მედია ვარაუდობდა, რომ ირანულ კოლონაზე თავდასხმის უკან ისრაელი იდგა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის რამდენიმე წევრის დაღუპვის შესახებ. თუმცა თელ-ავივს არ უღიარებია ინციდენტში მონაწილეობის ფაქტი.


