რომის პაპი მორწმუნეებს მოუწოდებს, საშობაოდ ნაკლები საჩუქრები იყიდონ და სანაცვლოდ, დაზოგილი თანხა უკრაინისთვის გადარიცხონ
14/12/2022 11:31:18 მსოფლიო
რომის პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს, წელს საშობაოდ ნაკლები საჩუქრები იყიდონ და სანაცვლოდ, დაზოგილი თანხა უკრაინისთვის გადარიცხონ.
მისი თქმით, უკრანელები ძალიან იტანჯებიან
„მოდით, შობა ჩვენს გულებში უკრაინელებით აღვნიშნოთ. ისინი ძალიან იტანჯებიან. დახარჯეთ ნაკლები და იქონიეთ უფრო მოკრძალებული შობა, მოკრძალებული საჩუქრებით და დაზოგილი თანხა გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა რომის პაპმა.
უკრაინაში შეჭრის გამო რომის პაპი რუსეთი არაერთხელ გააკრიტიკა.


