ერდოღანი: „დასავლეთის ბაზრებზე თურქმენული გაზის მიწოდებაზე მუშაობის დაწყება აუცილებელია“
14/12/2022 11:09:59 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, „აუცილებელია დასავლეთის ბაზრებზე თურქმენული გაზის მიწოდებაზე მუშაობის დაწყება“.
მისი თქმით, თურქეთი ასევე მზადაა, ითანამშრომლოს თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოს განვითარებაში.
გარდა ამისა, ერდოღანმა თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა, თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან განიხილოს თურქეთში ელექტროენერგიის იმპორტის თემა.
თურქეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა სატრანსპორტო დერეფნების, მათ შორის ლაპის-ლაზულის [დერეფანი ავღანეთს თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით აკავშირებს შავ ზღვასთან და, საბოლოო ჯამში, თურქეთის გავლით - ხმელთაშუა ზღვასთან და ევროპასთან] განვითარების მნიშვნელობას, როგორც წვლილის რეგიონულ უსაფრთხოებაში.


