Accentnews.ge
ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება

ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება

14/12/2022 07:57:53 საზოგადოება

„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე 13 იანვრის ჩათვლით, საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა და მუსიკალური საღამოები გაიმართება.

„წლის მთავარი დღესასწაული გვიახლოვდება. 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება და მინდა, ყველა მოგიწვიოთ. ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციითა და ინსტალაციებით. 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა, საღამოობით კი, მუსიკალური საღამოები ჩატარდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო გალაკონცერტი ევროპის მოედანზე, 31 დეკემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S