Accentnews.ge
პუტინის რეჟიმის კრიტიკოს რუს მწერალს საქართველოში არ უშვებენ

პუტინის რეჟიმის კრიტიკოს რუს მწერალს საქართველოში არ უშვებენ

13/12/2022 19:55:53 საზოგადოება

რუსი სატირიკოსი, პოეტი და მწერალი დმიტრი ბიკოვი, რომელიც ინტენსიურად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმს, საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებს.მას სადაც 23 და 24 ოქტომბერს თბილისში ორი შემოქმედებითი საღამო აქვს დაგეგმილი.

როგორც მისი კონცერტების ორგანიზატორმა ზურაბ სვანიძემ უთხრა ონლაინგამოცემა SOVA-ს, ბიკოვი ბათუმის აეროპორტის გამშვებ პუნქტში რამდენიმე საათია, ცოლთან და შვილთან ერთად ჰყავთ გაჩერებული.

„პასპორტი ჩამოართვეს. არაფერი უკითხავთ, არც ვიზიტის მიზნის, არც სხვა საკითხის შესახებ. საქმე ის არის, რომ თან ჰყავთ ოთხი წლის ბავშვი. ცოლი კი ქართველია. და მათ არ უშვებენ საქართველოში. რა თქმა უნდა, გასაკვირია“, - ამბობს სვანიძე.

მისი თქმით, აქამდე ბიკოვს საქართველოში შემოსვლისას პრობლემები არასდროს შექმნია.

ბიკოვი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გაემგზავრა. იქ ბიკოვი ხელშეკრულებით მუშაობს და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. სვანაძის თქმით, მისი მკვეთრი პოზიცია მომხდარის შესახებ ყველასთვის ცნობილია.

„გაუგებარია, მას აქ, რატომ არ უშვებენ. ის არანაირი პოლიტიკური აქციის მოწყობას არ გეგმავდა. ჩამოვიდა, რათა აქ ლექცია ჩაეტარებინა, ხოლო მის ქართველ ცოლს სურდა საქართველოს მონახულება, დიდი ხანია აქ არ ჩამოსულა. ბიკოვის პროგრამას საქართველოსთვის კოლოსალური მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველი პროგრამა ნაწილობრივ ეძღვნება ომს, მეორეს ეწოდება „ქართული პოეზიის ვერცხლის საუკუნე“. ის წაიკითხავს ქართველი პოეტების სხვადასხვა თარგმანს. ამიტომ, მე ძნელად წარმომიდგენია, სად არის აქ პოლიტიკური შემადგენელი, იმისთვის, რომ ის არ შემოუშვან“, - თქვა სვანიძემ.

16 ნოემბერს, საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ მედიასთან კომენტარში განმარტა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვების პრაქტიკა. მისი თქმით, იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნან საფრთხე, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და საზღვრიდან აბრუნებენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ოპოზიციურად განწყობილ არაერთ აქტივისტს, ჟურნალისტსა და ბლოგერს საქართველოში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს ყოველგვარი კონკრეტული განმარტების გარეშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S