Accentnews.ge
აშშ-მა უკრაინისთვის "Patriot"-ების გადაცემა გადაწყვიტა

აშშ-მა უკრაინისთვის "Patriot"-ების გადაცემა გადაწყვიტა

13/12/2022 19:02:18 მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Patriot-ების გადაცემის გეგმის მზადებას ასრულებს, საქმე ფინალურ ეტაპზეა და სისტემების კიევისთვის გადაცემის ოფიციალური გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოცხადდება, - იუწყება CNN სამი ამერიკელი მაღალჩინოსნის მონაცემებზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, პენტაგონის გეგმა უწყების ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც იგი პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს გაეგზავნება ხელმოსაწერად.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეს სისტემები ეფექტურად ანადგურებს იმ ტიპის ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს, რომლითაც რუსეთი ამჟამად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს.

უკრაინას ეს სისტემები ჯო ბაიდენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერიდან მალევე გაეგზავნება. უკრაინელი სამხედროები მათთან მუშაობაში გერმანიაში, გრაფენვორის ამერიკულ ბაზაზე გაიწვრთნებიან.

Patriot-ების რა რაოდენობას მიიღებს კიევი - არ კონკრეტდება, თუმცა როგორც CNN-ის წყაროები ირწმუნებიან, ეს უკრაინას არა მარტო საკუთარი "ცის ჩაკეტვის", არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S