Accentnews.ge
რუსეთს ატმოსფეროში კიდევ ერთი სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრი დაეწვა

რუსეთს ატმოსფეროში კიდევ ერთი სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრი დაეწვა

13/12/2022 18:49:27 მსოფლიო

რუსული საიდუმლო სამხედრო თანამგზავრი "Космос-2560", რომელიც კოსმოსში მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის გაუშვეს, ორბიტიდან გადავიდა და ატმოსფეროში დაიწვა, - იუწყება კემბრიჯის ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრი. ამგვარად, საიდუმლო თანამგზავრმა კოსმოსში ორ თვეზე ნაკლები დაჰყო.

"Космос-2560"-ის ამოცანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უცნობია, თუმცა EverydayAstronaut.com-ის ცნობით, ამოცანას ოპტიკური დაზვერვა წარმოადგენდა და სავარაუდოდ, თანამგზავრის გაშვებასაც სწოედ ამის გამო ასაიდუმლოებდნენ.

ანალოგიური ბედი ეწია, აშშ-ის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ძალების სარდლობის ცნობით, კიდევ ერთ რუსულ თანამგზავრს - "Космос-2555"-ს, რომელიც "პლესეცკის" კოსმოდრომიდან ორბიტაზე 29 აპრილს გაუშვეს, 18 მაისს კი ატმოსფეროში დაიწვა.

ამჟამად, უცხოელი სპეციალისტების ვარაუდით, ორბიტაზე შესაძლოა, მხოლოდ ორი რუსული ოპტიკურ-სადაზვერვო სამხედრო თანამგზავრი რჩებოდეს, რომელიც 2013–2015 წლებში იქნა გაშვებული.

"შემდეგი მსგავსი თანამგზავრების გაშვებას რუსეთი არაუადრეს 2023 წლისა შეძლებს. ასე, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ორბიტაზე პრაქტიკულად ბრმაა", — განუცხადა "რადიო თავისუფლებას" კოსმოსური პროგრამების ანალიტიკოსმა ბარტ ჰენდრიქსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S