
უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ორი ქართველი დაიღუპა
13/12/2022 17:15:19 საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინიდან მათი თანამებრძოლები იუწყებიან.
დაიღუპნენ მიხეილ თევდორაძე, სერგო ლისიხინი.
ბახმუტთან საქართველოს 2 მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩოც და განმარტავს, რომ განხორციელდება საჭირო პროცედურები.
უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას 24 თებერვლიდან ჯამში 35 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჯერ კიდევ ვერ ხერხდება გადმოსვენება ბახმუტთან ერთ დღეს დაღუპული ხუთი ქართველის. კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია ორიოდე დღის წინ ჩამოასვენეს სამშობლოში. ის ლანჩხუთში სამხედრო პატივით დაკრძალეს.