გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "უფლებას არ მივცემთ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს"
13/12/2022 13:13:14 მსოფლიო
გერმანია, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინისთვის ზამთარში დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
მისი თქმით, ბერლინი მუშაობს, რომ უკრაინას შობის დღეებში გენერატორები, პლედები და გათბობისთვის საწვავი მიაწოდონ.
„უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს“, - განუცხადა ანალება ბერბოკმა ჟურნალისტებს, პარიზში, სადაც უკრაინის დახმარების საკითხზე კონფერენცია გაიმართა.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე მასირებული შეტევა განახორციელა.


