Accentnews.ge
ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს

ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს

13/12/2022 13:05:47 მსოფლიო

ევროკავშირის გენერალური ურთიერთობის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, – იუწყება Reuters.

ბოსნია და ჰერცეგოვინას სტატუსი ოფიციალურად ხუთშაბათს მიენიჭება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან.

ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა, რის შემდეგაც ევროკავშირმა ქვეყანას რეკომენდაციების შესრულება დაავალა. რეკომენდაციები კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას, მიგრაციის მართვას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და სხვა საკითხებს მოიცავდა.

ამ დროისთვის კანდიდატის სტატუსი ალბანეთს, ჩრდილო მაკედონიას, მონტენეგროს, სერბეთს, უკრაინას, მოლდოვასა და თურქეთს აქვთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S