Accentnews.ge
ბრიტანეთმა რუს სამხედრო მეთაურებსა და ირანელ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა რუს სამხედრო მეთაურებსა და ირანელ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა

13/12/2022 11:52:38 მსოფლიო

ბრიტანეთმა რუს სამხედრო მეთაურებსა და ირანელ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები შეეხება რუს სამხედრო მეთაურებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმაში, ასევე, ირანელ ბიზნესმენებს, რომლებიც კრემლისთვის "დრონების" წარმოებასა და მიწოდებაში მონაწილეობდნენ.

12 სანქცირებულ რუს მეთაურს შორის მოხვდა გენერალ-მაიორი რობერტ ბარანოვი, რომელიც "Bellingcat"-ის გამოძიების მიხედვით, რუსული საკრუიზო რაკეტების დაპროგრამებისა და დამიზნების მეთაური იყო.

"დღევანდელი სანქციები მოიცავს პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ამ თვითმფრინავების წარმოებას, მათ შორის MADO-ს თანამფლობელი და მმართველი დირექტორი, კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია იმ დრონების ძრავების წარმოებაზე, რომლებსაც რუსეთი იყენებდა უკრაინაში", - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა.

ეს სანქციების რიგით მე-16 პაკეტია, რომელიც ბრიტანეთმა მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S