ერდოღანი თურქეთში ნავთობის ახალი საბადოს აღმოჩენის თაობაზე იუწყება
13/12/2022 10:13:54 მსოფლიო
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში, გაბარის მთის ახლოს გეოლოგებმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო მოცულობა 150 მილიონ ბარელს შეადგენს.
მისი თქმით, ეს 2022 წლის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისა და ემბარგოს ფონზე თურქეთი აქტიურად ზრდის ენერგორესურსების მოპოვების ზრდას. მომავალი წლის ბოლოსთვის თურქეთს ნავთობის დღიური წარმოების 100,000 ბარელით გაზრდა სურს.


