Accentnews.ge
ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, განბლოკონ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი

ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, განბლოკონ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი

13/12/2022 08:41:09 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას განბლოკონ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უნგრეთი დათანხმდა მოხსნას თავისი ვეტო ფინანსური ჯარიმების შემცრიების სანაცვლოდ.

მანამდე, უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა მიეღოთ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. გადაწყვეტილების მისაღებად 27-ვე ქვეყნის თანხმობა იყო საჭირო.

ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ უნგრეთის 5.8 მილიარდ ევროს ოდენობის გეგმას პოსტპანდემიური აღდგენისთვის, თუმცა ეს მოხდება მას შემდეგ, რაც უნგრეთი შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებს. ელჩები ასევე შეთანხმდნენ უნგრეთისთვის გამოყოფილი ევროკავშირის ბიუჯეტის 6,3 მილიარდი ევროს შეჩერებაზე. მანამდე, ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უნდა შეჩერებულიყო 7.5 მილიარდი ევროს დახმარება.

დეკემბრის დასაწყისში ევროკომისია უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსებას ითხოვდა. ევროკომისიას უნგრეთის დაფინანსება ორი მიმართულებით ჰქონდა - 5.8 მილიარდი ევრო გამოყოფილი იყო პოსტპანდემიური აღდგენის გეგმისთვის. 7.5 მილიარდი ევროს კი ქვეყანა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად იღებდა. ევროკომისიის მხრიდან თანხების გაყინვის გადაწყვეტილება გამოიწვია იმან, რომ უნგრეთის მთავრობამ ვერ შეძლო სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, მათ შორის ვერც სასამართლო რეფორმების.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S