
ბრიტანეთში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი
24/10/2019 12:35:54 სხვა, მსოფლიო
ბრიტანეთში, ესექსში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ესექსის პოლიციის ინფორმაციით, 39 გარდაცვლილიდან 31 მამაკაცია, 8 კი – ქალი. მისივე ცნობით, დაღუპულები ჩინელები არიან.
„მათი გარდაცვალების მიზეზი დგინდება. რამდენი დრო დაგვჭირდება ცხედრების ინდეტიფიცირებისთვის ჯერ–ჯერობით ვერ გეტყვით. უცნობია, როდის განათავსეს ცხედრები სატვირთოში“, – აცხადებენ პოლიციაში.
ცნობისთვის: ესექსში, სატვირთო მანქანაში 39 ადამიანის ცხედარი გუშინ აღმოაჩინეს. პოლიციამ სატვირთოს 25 წლის მძღოლი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბრალდებით დააკავა. სამართალდამცველების თქმით, სატვირთო ქვეყანაში ბელგიიდან შემოვიდა.