Accentnews.ge
გურიის რეგიონში 53 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურიის რეგიონში 53 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13/12/2022 08:02:12 საზოგადოება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გურიის რეგიონში 53 კმ-მდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. აქედან, 40 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მისი ცნობით, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 7 სხვადასხვა ლოტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამში, 53 კმ. გზა რეაბილიტირდება და პროექტების ჯამური ღირებულება 50 მილიონი ლარია.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის და ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს, რომელიც მოიცავს ნასაკირალის უღელტეხილს. დასრულდა ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის, ჯამში, 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, ასფალტის საფარის მოწყობა დასრულებულია 30 კმ-მდე საავტომობილო გზაზე.

პროექტები რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო გზებით სარგებლობის საშუალება ექნება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S