Accentnews.ge
ჯიშკარიანი: "სააკაშვილი იღებდა პრეპარატებს, რაც მის ჯანმრთელობას ამძიმებდა"

ჯიშკარიანი: "სააკაშვილი იღებდა პრეპარატებს, რაც მის ჯანმრთელობას ამძიმებდა"

13/12/2022 08:09:05 პოლიტიკა, საზოგადოება

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იღებდა ისეთ პრეპარატებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებდა და საჭირო მკურნალობასთან შეუსაბამო იყო.

„იგი იღებდა არამიზნობრივად ნეიროლეფსიურ პრეპარატებს, რაც მის მდგომარეობას ამძიმებდა. იმ დიაგნოზებზე, რომელიც დღეს გამოიკვეთა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ვპროგნოზირებდით, შეუძლებელი იყო ამ მედიკამენტების დანიშვნა, ვინაიდან მისი მდგომარეობა მძიმდებოდა. გარდა ამისა, დასკვნაში ცხადად არის ასახული, რომ იგი მუდმივად იღებს საშუალოდ 9-დან 14-მდე მედიკამენტს. ეს ყველაფერი ამძიმებს მის დიაგნოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სრულიად შეუსაბამოა მის საჭირო მკურნალობასთან. საქართველოში გარკვეული მედიკამენტები მოხმარებაში არის, თუმცა ამერიკელების თვალსაზრისით, ეს მედიკამენტები მისი დიაგნოზის შესაბამისი არ იყო, ვინაიდან დიაგნოზების წარმომავლობა დაზუსტებული არ არის. შესაბამისად, ეს მკურნალობა არამიზნობრივია. გარკვეული დიაგნოზით ბნელ ოთახში მიმდინარეობდა დიაგნოსტიკა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მანამდე ამის შესახებ ბრიუსელში სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მოსამართლის სტატუსით მიმართავს სახალხო დამცველიც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S