ISW-მა კომენტარი გააკეთა რუსეთის გენშტაბის უფროსის შესაძლო გადადგომის შესახებ ცნობებზე
13/12/2022 07:56:03 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი თანამდებობიდან გადაყენებულია ან მის შეცვლას აპირებს, მაგრამ რუსეთის სააგენტომ არ შესთავაზა "სანდო მხარდაჭერა" ამ უარყოფასწ,– აცხადებენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტში (ISW).
„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ უარყო გერასიმოვის გადადგომის ან შეცვლის შესახებ ცნობები, მათ უწოდა უკრაინული „ფეიკი“ და გაავრცელა ბმულები იმ ფოტოების, რომლებიც თითქოსდა ასახავს გერასიმოვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადრეც ავლენდა "მსგავს სენსიტიურობას" გერასიმოვის გადადგომის ან შეცვლის შესახებ ცნობების მიმართ.
„მცდელობა, დაამტკიცონ, რომ გერასიმოვი კვლავ მოქმედებს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის რანგში, აჩვენებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, წარმოაჩინოს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთის სამხედრო საქმეებში ჩართულად. ასევე უპირისპირდება უკრაინაში წარუმატებლობის შემდეგ რუსეთის სარდლობის სტრუქტურაში მასიური შეფერხებებისა და შეუსაბამობების შესახებ ცნობებს. გერასიმოვისთვის რეპუტაციის შენარჩუნების აშკარა ინტერესის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვერ შეძლო მისი საქმიანობის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებების მოწოდება, რასაც მუდმივად აკეთებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან დაკავშირებით და ადვილი უნდა ყოფილიყო გენერალური შტაბის უფროს შემთხვევაშიც“, – აღნინავს ISW.
გასულ კვირას ISW–მა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიძლება დაკარგოს ომის მომხრე საზოგადოების მხარდაჭერა იმის გამო, რომ რუსეთის ჯარებმა ვერ შეძლეს უკრაინული ძალების განდევნა დროებით ოკუპირებული დონეცკის საარტილერიო ზონიდან.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა იგორ გირკინმა პირდაპირ გააკრიტიკა პუტინი, რომ მან დონბასის „დაცვა“ ვერ შეძლო, რაც განისაზღვრა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთ მიზანად უკრაინაში.


