Accentnews.ge
რუსეთის ბრაიანსკის რეგიონიდან აფეთქებების ძლიერი ტალღის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ბრაიანსკის რეგიონიდან აფეთქებების ძლიერი ტალღის შესახებ იუწყებიან

13/12/2022 07:41:15 მსოფლიო

13 დეკემბერს, ღამით, უკრაინის მოსაზღვრე ბრაიანსკის ოლქში ორ ადგილას აფეთქებები მოხდა: ქალაქ კლინცში და სოფელ კლიმოვოში. ამის შესახებ მედია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს.

ძლიერი აფეთქებების შესახებ იტყობინება ტელეგრამ–არხი "Подслушано Клинцы":

„კლინცის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მთელი ქალაქი გააღვიძა აფეთქებების ძლიერმა ხმამ“.

ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი უკრაინიდან დაბომბვა გახდა, თუმცა დეტალები არ სახელდება.

ტელეგრამ–არხი "Новости Брянска" ასევე წერს "უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვისა და ძლიერი აფეთქების ტალღის შესახებ".

კლინცი მდებარეობს უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში.

ღია წყაროების მონაცემებით, ქალაქში მოტომსროლელი ბრიგადაა ბაზირებული. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების და ხანძრის შესახებ სოფელ კლიმოვოში, სავარაუდოდ, სამხედრო ნაწილში.

კლიმოვო მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში. ის სამხედრო აეროდრომია განთავსებული.

მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ცნობები დანაკარგების შესახებ. ადგილობრივ საჯარო გვერდებზე ადმინისტრატორებმა ინციდენტის თვითმხილველების კომენტარები წაშალეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S