Accentnews.ge
„ტვიტერმა“ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა

„ტვიტერმა“ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა

13/12/2022 07:08:25 მსოფლიო

კომპანია „ტვიტერმა“ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა, წაიშალა მათი გვერდიც– იუწყება „როიტერი“.

„როდესაც „ტვიტერი“ გადადის ახალ ფაზაში, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ შემოვიტანოთ საუკეთესო გარე ანალიზი ჩვენს პროდუქტში და პოლიტიკის შემუშავებაში. ამ პროცესის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, რომ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო არ არის საუკეთესო სტრუქტურა ამის გასაკეთებლად. ჩვენი მუშაობა სწრაფად და აქტიურად, როგორც არასდროს მიიწევს წინ, რათა "ტვიტერი" იყოს უსაფრთხო, ინფორმაციული სივრცე. მივესალმებით მომავალში თქვენს იდეებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა“, – ნათქვამია წერილში, რომელიც საბჭოს წევრებმა მიიღეს.

ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო იყო მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, რათა კონსულტაცია გაეწია სოციალური მედიის პლატფორმისთვის. საბჭო დაკომპლექტებული იყო სამოქალაქო უფლებადამცველი ორგანიზაციების, აკადემიური და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

მას შემდეგ, რაც „ტვიტერს“ ილონ მასკი ჩაუდგა სათავეში, კომპანიაში თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი – 3 700 პირი გაათავისუფლეს. ათასზე მეტმა თანამშრომელმა სამსახური თავად დატოვა, მათ შორის, ნდობისა და უსაფრთხოების განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა, იოელ როთმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S