Accentnews.ge
რუსეთს 40 წლის საბრძოლო მასალის გამოყენება უწევს, რაც რისკებთანაა დაკავშირებული – Reuters

რუსეთს 40 წლის საბრძოლო მასალის გამოყენება უწევს, რაც რისკებთანაა დაკავშირებული – Reuters

13/12/2022 06:34:11 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ათობით წლის წინ წარმოებული საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყოს, რადგან მისი საბრძოლო მასალის მარაგი იწურება, - ინფორმაციას Reuters ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მათ მიიღეს მოძველებული საბრძოლო მარაგი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მზად არიან, გამოიყენონ ძველი საბრძოლო მასალები, რომელთა ნაწილი წარმოებულია 40 წელზე მეტი ხნის წინ“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

მისი შეფასებით, რუსეთი 2023 წლის დასაწყისისთვის ამოწურავს ვარგისი საბრძოლო მასალის მარაგს, თუ ის არ მიმართავს უცხოელ მომწოდებლებს და ძველ მარაგებს. ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს, რომ ძველი მარაგების გამოყენება რისკებთანაა დაკავშირებული.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ტვირთავთ საბრძოლო მასალას, აჯვარედინებთ თითებს და იმედოვნებთ, რომ ის გაისვრის, ან როცა დაეშვება, აფეთქდება“, - აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S