ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებითი 2 მლრდ ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა
12/12/2022 18:33:15 მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებითი 2 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.
ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში შეხვედრისას “ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტისთვის“ (European Peace Facility) თანხის გამოყოფას ხელი მოაწერეს.
„ეს გადაწყვეტილება მკაფიო პოლიტიკურ გზავნილს აგზავნის უკრაინისა და სხვა პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერისადმი ევროკავშირის მტკიცე ვალდებულების შესახებ“, - ნათქვამია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს განცხადებაში.


