ზელენსკი: "ომი მაშინ დასრულდება, როდესაც პუტინი მოკვდება"
12/12/2022 17:40:06 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის ქვეყანაში ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოკვდება. ამის შესახებ მან Netflix-ს განუცხადა.
კითხვაზე, "მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ პუტინი გაცივდა და მოკვდა, ან შემთხვევით ფანჯრიდან გადმოვარდა და მოკვდა, ომი გაგრძელდება?" ზელენსკიმ შემდეგი განაცხადა:
"არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი შემზარავია. მაღალი რისკია, რომ ყველაფერი ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს. ასე რომ, როცა ეს ერთი ადამიანი მიდის, ყველა ინსტიტუტი ჩერდება. მსგავსი რამ მოხდა საბჭოთა კავშირში. ყველაფერი გაჩერდა. მე მჯერა, რომ თუ ის იქ არაა, მათთვის რთული იქნება. ისინი ფოკუსირდებიან შიდა პოლიტიკაზე და არა საგარეო პოლიტიკაზე“.


