დუდა: "პოლონეთმა და გერმანიამ უკრაინელი ლტოლვილების მოსალოდნელ ზრდასთან გასამკლავებლად ევროკავშირს მეტი დახმარება უნდა სთხოვონ"
12/12/2022 14:37:20 მსოფლიო
პოლონეთმა და გერმანიამ ევროკავშირს მეტი დახმარება უნდა სთხოვონ ზამთრის პერიოდში უკრაინელი ლტოლვილების მოსალოდნელ ზრდასთან გასამკლავებლად. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დღეს ბერლინში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივმართოთ ევროგაერთიანებას, რათა ჩვენს ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინელი ლტოლვილების მიღების მხრივ განსაკუთრებული ტვირთი აწევთ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს“, - განაცხადა დუდამ.
მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მილიონობით ადამიანი ქვეყნიდან გაიქცა. როგორც მედია წერს, შიშობენ, რომ ზამთრის ცივ თვეებში, უფრო მეტმა პირმა შეიძლება, დატოვოს უკრაინა, რადგან რუსეთი ქვეყნის საკვანძო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებს.


