Accentnews.ge
მოსკოვში ქეთევან ხარაიძეს 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვში ქეთევან ხარაიძეს 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

12/12/2022 13:38:19 მსოფლიო

მოსკოვის ტვერის სასამართლომ მუნიციპალურ დეპუტატ ქეთევან ხარაიძეს გამოძალვის საქმეზე 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წარმოშობით ქართველი რუსი საჯარო მოხელე სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურ საქმიანობასა და 2021 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მცდელობას უკავშირებს.

ის გასული წლის ზაფხულში დააკავა, ერთი თვის შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ აპირებდა კენჭისყრას სახელმწიფო სათათბიროში. ხარაიძის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

მიზეზი სამშენებლო სამუშაოებთან ბრძოლა გახდა: გამომძიებლების თქმით, ხარაიძემ, ტვერის რაიონის მცხოვრებ გურამ გრიგორიანთან ერთად, 15 მილიონი რუბლი გამოსძალა დეველოპერის წარმომადგენელს სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემისთვის. მუნიციპალური დეპარტამენტის მტკიცებით, სახლი ურბანული დაგეგმარების დარღვევებით აშენდა საკანალიზაციო სისტემის გარეშე და ხარაიძე ცდილობდა მათ გამოსწორებას.

ერთადერთი ნივთიერი მტკიცებულება იყო საბრალდებო დასკვნაში მოხსენიებული ორი 5 000–იანი ბანკნოტი, რომელიც ხარაიძის ქურთუკის ჯიბეში აღმოჩნდა.

ხარაიძემ შიმშილობა გამოაცხადა პროტესტის ნიშნად. 2021 წლის 12 ივლისს ის შინაპატიმრობით გაათავისუფლეს. მან სექტემბერში მოიგო არჩევნები მოსკოვის ტვერის ოლქში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S