
მელიტოპოლში რუსებისთვის მნიშვნელოვანი სამი ბაზა აფეთქდა, ისინი ადგილს იცვლიან – მერი
12/12/2022 13:08:09 ევროპა
უკრაინელი დამცველებმა შაბათ-კვირას დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ФСБ–ს ანალიტიკოსების ბაზა გაანადგურეს. რუსი სამხედროები ცდილობენ თავიანთი ქვედანაყოფების დამალვას უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შემდეგ,– იუწყება მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი 12 დეკემბერს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ არ იმუშავა, ახლა კი პანიკაში არიან. არ იციან, რა ქნან. გუშინ დილიდან თავიანთ სამხედრო ჯგუფები სხვა ადგილებში გადაჰყავდათ, რათა დაიმალონ. არ ვიტყოდი, რომ გარბიან - ისინი ლოკაციას იცვლიან“,– თქვა მერმა.
ფედოროვმა დააზუსტა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რუსი დამპყრობლების სამი ობიექტის დაბომბვა მელიტოპოლის მიდამოებში და თავად ქალაქში.
მისი თქმით, ათობით დამპყრობელი დაიღუპა და დაახლოებით 200 სამხედრო გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათ შორის – დროებით ოკუპირებულ ყირიმში:
„პირველ რიგში, განადგურდა მათი საგუშაგო, რომელიც მდებარეობს მელიტოპოლიდან 20 კმ-ის დაშორებით. ნოვობოგდანოვკა არის ცნობილი დასახლება, რადგან რუსებისთვის იქ არის ლოგისტიკური კვანძი, რომლითაც ისინი რკინიგზით ატარებენ ტექნიკას. მეორეც, განადგურდა სარადარო სადგური, რომლის დახმარებით რუსები ადევნებდნენ თვალყურს საკუთარ საჰაერო თავდაცვის ძალებს და ახორციელებდნენ საჰაერო ნავიგაციას.მესამე – რუსები გაანადგურეს მელიტოპოლის მახლობლად მდებარე სასტუმრო-რესტორნის კომპლექსში, სადაც განთავსებული იყო ФСБ–ს განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იყო მონაცემთა ბაზასა და ანალიზზე. ამ კომპლექსის ტერიტორიაზე ხშირად იყვნენ ოსებიც".
ფედოროვმა აღნიშნა, რომ მელიტოპოლში ბევრი პრო-უკრაინულად განწყობილი მოქალაქე რჩება, ამიტომ, უკრაინის სპეცსამსახურებს აცნობებენ ოკუპანტების ყველა მოძრაობას.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსეთის ბაზები დაარტყეს.