"არ შემრცხვება“: რუსეთში კაცი დააჯარიმეს ზელენსკის მონაწილეობით სიზმრის მოყოლისთვის
12/12/2022 12:38:07 მსოფლიო
რუსულმა სასამართლომ 26 წლის ივან ლოსევი 30 000 რუბლით დააჯარიმა ჯარის „დისკრედიტაციის“ შესახებ ადმინისტრაციული მუხლით. ამის მიზეზი გახდა ლოსევის „პოსტი“ინსტაგრამზე საკუთარი სიზმრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით.
„დღეს დამესიზმრა, რომ მობილიზაციას დავექვემდებარე, მომიყვანეს რომელიღაც მოსამზადებელ ბანაკში და უცებ იქ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზელენსკის მეთაურობით შემოიჭრა იქ, ყველა შებოჭეს, აპირებდნენ დახვრეტას, მოულოდნელად ზელენსკიმ ჩემსკენ ჩამოიარა და მითხრა: „ოჰ, მე შენი გამომწერი ვარ, ვნახე ისტორიები „ინსტაგრამზე“, დიდება უკრაინას!“ მე ვუპასუხე: „დიდება გმირებს!“. ზელენსკიმ მხარზე ხელი დამკრა და სხვებს უთქვა: „ამას არა, სხვებს ესროლეთ“. და აი, ჩვენ ერთად ვდგავართ, ვუყურებთ ამ ყველაფერს და მე ვეუბნები: "შეიძლება თქვენთან ერთად სელფის გადაღება „ინსტაგრამისთვის?". ზელენსკიმ მიპასუხა: „შეიძლება“,– ჩიტაში საუნის მფლობელ ივან ლოსევს ასეთი სიზმარი ესიზმრა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს მობილიზაცია გამოაცხადა. როდესაც ივანი „ინსტაგრამზე“ საკუთარი სიზმრის შესახებ წერდა, არ იცოდა, რომ მის გვერდს თვალს ადევნებდნენ ФСБ–ს თანამშრომლები.
„ზელენსკის „ინსტაგრამზე“ თვალს ვადევნებ. ყოველ საღამოს ვუყურებ მის მიმართვებს ხალხისადმი. ამის წყალობით უკრაინული ენის გაგებაც კი საკმაოდ კარგად დავიწყე“,– ამბობს ახალგაზრდა.
განმარტავს, რომ „ინსტაგრამი“ მისთვის ემოციების გამოხატვის საშუალებაა:
„უკვე შევეგუე იმ პოტენციურ აზრს, რომ მომიწევს გაქცევა ან გაქცევის დრო არ მექნება და ციხეში ჩამსვამენ. ციხეში ჩამსვამენ, მაგრამ ერთ წელიწადში გამომიშვებენ. მეჩვენება, რომ ომი დასასრულს უახლოვდება და ის არ დასრულდება რუსეთის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს. როგორც კი უკრაინა გაიმარჯვებს, ყველა ადამიანს, ვინც ახლა ციხეშია [ჯარის „დისკრედიტაციისთვის“ – რედ], ან გაათავისუფლებენ, ან როგორღაც დეკრიმინალიზება შეეხება და შერცხვება არც საერთაშორისო საზოგადოების, უკრაინელებისა და საკუთარი თავისთვის თვალებში ჩახედვის. ის ხალხი კი, ვინც მხარს უჭერს [ომს], გამოსცემს [ცენზურის] კანონებს და აღასრულებს, შერცხვენილი იქნებიან, გაწითლდებიან, როცა ჰკითხავენ, „ომის დროს ვისთვის იყავიო“. მე არ შემრცხვება და მზად ვარ სასჯელი ვიტვირთო ამისთვის, ”- ამბობს ლოსევი.


