პუტინმა 10 წლის განმავლობაში პირველად გააუქმა ყოველწლიური პრესკონფერენცია
12/12/2022 12:08:56 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას არ გამართავს,– იუწყება რუსეთის სახელმწიფო მედიარესურსი კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.
თუმცა, არაა გამორიცხული, რომ პუტინი შეხვდეს მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიარესურსების წარმომადგენლებს.
ნოემბერში მედია წერდა, რომ პრესკონფერენცია არ მზადდებოდა. გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად „ფრონტზე არსებული ვითარება“ სახელდებოდა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია 2012 წლიდან დეკემბერში იმართებოდა.


