Accentnews.ge
ერდოღანი: "თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ"

ერდოღანი: "თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ"

12/12/2022 11:24:35 მსოფლიო

თურქეთი საბერძნეთს აფრთხილებს. კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამსუნში სიტყვით გამოსვლისას თურქული წარმოების „ტაიფუნის“ ტიპის ბალისტიკურ რაკეტაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ".

„ახლა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი რაკეტების წარმოება. ცხადია, ეს აშინებს ბერძნებს. როდესაც ვამბობთ „ტაიფუნი“, ბერძნებს ეშინიათ და ამბობენ, რომ ეს რაკეტა მოხვდება ათენს. ცხადია, ის მოხვდება ათენს. საბერძნეთი თუ არ იქნება წყნარად, თუ შეეცდებით იარაღის ყიდვას, მათ შორის ამერიკიდან, მაშინ ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, გვერდით არ გადგება, მას რაღაცის გაკეთება მოუწევს“, – განაცხადა, „პოლიტიკოს“ ცნობით, ერდოღანმა.

როგორც გამოცეემა იუწყება, თურქეთის რიტორიკა საბერძნეთის მიმართ ბოლო თვეებში ხისტი გახდა.

"ამის მიზეზად ანკარა საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის კუნძულებზე სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას ასახელებს. გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააფრთხილა საბერძნეთი, შეწყვიტოს ეგეოსის კუნძულების მილიტარიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანკარა საჭირო ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა", – წერს „პოლიტიკო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S