Accentnews.ge
კულება: "უკრაინა თავის ტერიტორიას იცავს და არ სჭირდება ლექციები მორალის შესახებ"

კულება: "უკრაინა თავის ტერიტორიას იცავს და არ სჭირდება ლექციები მორალის შესახებ"

12/12/2022 11:15:43 მსოფლიო

უკრაინა თავის ტერიტორიას იცავს და არ სჭირდება ლექციების კითხვა მორალის შესახებ, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ DW-სთან ინტერვიუში.

ასე გამოეხმაურა უკრაინელი მინისტრი ზოგიერთების კრიტიკას რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე სავარაუდო უკრაინულ საჰაერო შეტევებთან დაკავშირებით.

კულებამ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, აქვს თუ არა კიევს კავშირი ამ შეტევებთან, თუმცა აღნიშნა, რომ იმ ავიაბაზებიდან, რომლებზეც დარტყმები განხორციელდა, "სწორედ ის ბომბდამშენები ფრინდებიან, რომლებიც შემდეგ რაკეტებით უკრაინელებს კლავენ და უკრაინის ენერგოსისტემას ანადგურებენ".

"თქვენთან ბინაში რომ მკვლელი შემოჭრილიყო და თქვენი მოკვლა ეცადა, თქვენი მეზობელი კი ამის შემხვედვარე მოგდგომოდათ რჩევით - "ცეცხლს ნუ ეთამაშები, მისი პროვოცირება არ ღირსო", ალბათ, იტყოდით, რომ მეზობელი ჭკუიდანაა გადასული" - დასძინა უკრაინის მთავარმა დიპლომატმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S