Accentnews.ge
სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა – ღარიბაშვილი

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა – ღარიბაშვილი

12/12/2022 10:36:31 თავდაცვა

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი აღიარებს, რომ სისტემა არ იყო ეფექტური:

„ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტიანი და არ იძლეოდა იმ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვინდა, მივიღოთ. ამიტომ, უსაფრთხოების სამსახურში შემავალი სამინისტროებთან გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ სავალდებულო-სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. გარდა იმისა, რომ შეიქმნება ეფექტური სისტემა, პროგრამა იქნება ექვს, რვა და 11-თვიანი, ყველაზე მცირე იქნება ექვსთვიანი პროგრამა – ეს იქნება ინტენსიური სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სავალდებულო-სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება",– განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა.

მისი თქმით, პროგრამა 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება:

„გაწვევას რეგიონული სამინისტროს ნაცვლად თავდაცვის უწყება განახორციელებს. ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ პროგრამა ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. მანამდე სისტემა მოემზადება. გვინდა, რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე გაუადვილდეთ ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღება. ეს პროექტი დაგვიჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი“.

ამასთან, მან აღნიშნა, შეცვლიან კანონს, რომლითაც "გირჩი" ჯარიდან ვეღარ იხსნის ახალგაზრდებს:

"ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან [ზურა ჯაფარიძემ] ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ. დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ფიქციური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ არ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნისთვის, რა უნდა იყოს?!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S