ევროკავშირი სანქციების საკითხზე მომუშავე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს
12/12/2022 10:00:42 მსოფლიო
ევროკავშირი სანქციების საკითხზე მომუშავე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.
ამ თანამდებობაზე აშშ-ში ევროკავშირის ყოფილი ელჩის დევიდ ო’სალივანის კანდიდატურა განიხილება. იგი სავარაუდოდ საქმიანობას ახალი წლიდან შეუდგება.
მისი ამოცანაა, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები სათანადოდ სრულდება.
ევროკომისია ამ თანამდებობაზე დევიდ ო’სალივანის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას 13 დეკემბერს მიიღებს.


